გურჯაანში მცხოვრებ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. სოფელ ვეჯინში მცხოვრები 27 წლის კაცი ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მუშაობს.
ინფიცირებული პირი ოჯახში რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა, რის გამოც კონტაქტში მყოფი ყველა პირი ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში იმყოფება. არცერთ მათგანს საეჭვო სიმპტომი არ აღენიშნება. დაინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.
კომენტარები