ჩვენი ოპონენტები ხელისუფლებიდან რაღაცნაირად ხელზე იხვევენ რეზოლუციას, რომელსაც პრაქტიკულად არანაირი დიდი ძალა არ აქვს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ „იმედის კვირასთან“ საუბარში განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ევროსაბჭოს რეზოლუციას, რომელშიც მკაფიოდ არის მინიშნება იმაზე, რომ 2008 წლის ომი საქართველომ დაიწყო.
„ჩვენი ოპონენტები ხელისუფლებიდან რაღაცნაირად ხელზე იხვევენ რეზოლუციას, რომელსაც პრაქტიკულად არანაირი დიდი ძალა არ აქვს. ეს არ არის არც გაეროს რეზოლუცია, ეს არ არის არც სამთავრობო დონეზე მიღებული გადაწყვეტილება. ეს არის საპარლამენტო რეზოლუცია, სადაც, რა თქმა უნდა, ბრძოლა იყო, რუსეთსა და საქართველოს შორის და ის, რომ კიდევ სხვა რაღაც ჩაიწერა იქ, ეს იყო, რა თქმა უნდა კომპრომისი. ისედაც ტალიავინის რეპორტში, იმის გამო, რომ დაბალანსება უნდოდა დასავლეთს, რომ არც მწვადი დაეწვა და არც შამფური, არც რუსეთი ზედმეტად გაეღიზიანებინა. მაგრამ ყველაფერი აღწერილია, რაც რეალურად ინტერვენციას გამოხატავს, უბრალოდ ეს არ დაარქვა თავისი სახელი. 100 ერთეული ჯავშანტექნიკა რომ შემოდის სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე აბა რა არის თუ არა თავდასხმა და ინტერვენცია? მაგრამ იმას თავისი სახელი არ დაარქვა და ჩვენს ამაზე პასუხს დაარქვეს ჩვენი მხრიდან რაღაცის დაწყება. ჩვენ დავიწყეთ იმიტომ, რომ ისინი შემოიჭრნენ“, – განაცხადა ბარამიძემ.
მისივე თქმით, 2008 წელს ევროპელი პარტნიორები საქართველოს არწმუნებდნენ, რომ რუსეთი სამხედრო ინტერვენციას არ განახორციელებს.