საზოგადოება

მიკროფონი მოიხსნა და პირდაპირი ეთერი დატოვა! – რა კითხვას გაექცა გადაცემიდან ირაკლი ოქრუაშვილი (ვიდეო)

2020/09/24 00:12:20
ნანახია 692 ჯერ

ტელეკომპანია „იბერია“-ში ჩატარებული სპეცოპერაცია და ეკლესიის დარბევა – ეს სწორედ ის კითხვებია, რომელიც „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს ირაკლი ოქრუაშვილს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ დაუსვეს.

წარსულის გახსენებაზე, ირაკლი ოქრუაშვილმა გადაცემის წამყვანს ასე უპასუხა:

„ახლა 2020 წელია, არჩევნების წინა პერიოდი. 15 წლის წინანდელ სისულელეებზე კომენტარს ნუ მთხოვთ“- განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

პოლიტიკოსმა პირდაპირი ეთერი მას შემდეგ დატოვა, რაც წამყვანმა სულხან მოლაშვილთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა.

კომენტარები