”ევროვიზია 2016” დასრულდა. ფესტივალის გამარჯვებული უკრაინელი მომღერალი ჯამალა გახდა, რომელიც ყირიმელი თათარია და მისი სიმღერაც ”1944” სწორედ ყირიმელი თათრების მიერ გადატანილ ტრაგედიას ეხებოდა. უკრაინამ კონკურსში 534 ქულა დააგროვა.
მეორე ადგილი ავსტრალიამ დაიკავა 511 ქულით, მესამე ადგილზე კი რუსეთი გავიდა 491 ქულით. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სხვადასხვა ქვეყნების ნაციონალური ჟიურის ყველაზე მეტი ქულა ავსტრალიამ მიიღო, მაყურებლის ფავორიტი კი რუსეთი იყო. თუმცა ქულების ჯამით ორივე ქვეყანას უკრაინამ აჯობა.
საქართველო, რომელსაც ნიკა კოჩაროვი &Young Georgian Lolitaz წარმოადგენდა, სიმღერით Midnight Gold , მეოცე ადგილზე გავიდა 104 ქულით. ყველაზე მაღალი – 12 ქულა საქართველოს დიდმა ბრიტანეთმა დაუწერა.
კომენტარები