ბატონი გამყრელიძე და იმნაძე ხელისუფლებამ გაცვითა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ გადაცემა „რეაქცია“-ს ეთერში საუბრისას განაცხადა.
„პაატა იმნაძე არის ადამიანი, რომელმაც საქართველო ბანაკებად გაყო. რატომ აღარ გამოდის ბატონი გამყრელიძე, იმ სიხშირით და სად არის ბატონი იმნაძე? იმიტომ, რომ ისინიც კი გაცვითა ხელისუფლებამ, რატომ აკადრეს და დაატარებდნენ პარტიულ ღონისძიებებზე – მათ უარი ვერ თქვეს, ვერც ბატონმა გამყრელიძემ, ვერც ბატონმა იმნაძემ და ვერც ბატონმა ცერცვაძემ.
ეს ადამიანები „ქართული ოცნების“ პარტაქტივისტებთან ერთად ღონისძიებებს ესწრებოდნენ, ისინი ნობას არ იმსახურებენ, აღარ სარგებლობენ ამით. ვიღას სჯერა პაატა იმნაძის? გამყრელიძის? და ყველასათვის მოსაწონი რატიანის? ივანიშვილმა ლიმონივით გამოწურა თითოეული მათგანი და დღეს მივიღეთ უბრალოდ სკელეტონები, რომ გამოდის ამირან გამყრელიძე უბრალოდ მოსმენის სურვილიც არ მაქვს, არ მჯერა, ორსახეიანუსები მივიღეთ მათგან“, – განაცხადა ნიკა მელიამ.