სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი ნარკორეალიზატორი დააკავა (ვიდეო)

2021/01/18 10:57:07
ნანახია 205 ჯერ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი
სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო
ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული მ.ბ. და 1997 წელს დაბადებული
ი.ბ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო
გასაღების მცდელობის ფაქტზე დააკავეს.
დანაშაული 7-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები წარმოადგენდნენ ნარკორეალიზატორთა
ორგანიზებულ ჯგუფს და ერთ-ერთი სოციალური აპლიკაციის მეშვეობით, ე.წ.
დადების მეთოდით ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას.
სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, 11 შეკვრად
დაფასოებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ,,ალფა PVP” ამოიღეს.
საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში კი ნივთმტკიცებად
ამოღებულია ბრალდებულების მიერ შემდგომი გასაღების მიზნით სხვადასხვა
ადგილზე განთავსებული, 8 შეკვრად დაფასოებული ახალი ფსიქოაქტიური
ნივთიერება “ალფა PVP”.
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო
გასაღების მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და 19-260-ე მუხლის
მე-5 ნაწილის ” ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები