საზოგადოება

მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილი აფინანსებდა ტრამპს და ახლა ამაზე გამოძიება დაიწყება ამერიკაში (ვიდეო)

2021/01/18 15:47:43
ნანახია 914 ჯერ

“ყველამ იცის, რომ ივანიშვილი აფინანსებდა ტრამპს. აფინანსებდა, მისი სიძის, კუშნერის მეშვეობით; ამაზე აუცილებლად იქნება გამოძიება ახლა ამერიკაში. ” -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ტვ მთავარის დირექტორთან ნიკა გვარამიასთან.
“ყველამ იცის, რომ ივანიშვილი
აფინანსებდა ტრამპს. აფინანსებდა, მისი სიძის, კუშნერის მეშვეობით; ამაზე აუცილებლად იქნება გამოძიება ახლა ამერიკაში.

ჩემთვის ძნელია დაჯერება ბოლომდე, რომ ტრამპი იყო რუსული პროექტი. თუმცა, ის, რომ რუსეთი დაინტერესებული იყო ტრამპის გამარჯვებაში ეს არანაირ ეჭვს არ იწვევს. იმიტომ რომ ბაიდენი, თავისი შეხედულებებით, არის მკვეთრად ანტირუსული, მთელ თავის გუნდთან ერთად.

მეორე – მაგალითად ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს დირექტორად დანიშნა ყოფილი ელჩი მოსკოვში, რომელის არის ძალიან მკაცრი პოზიციით ცნობილი. შექმნა ცალკე განყოფილება ეროვნული უშიშროების საბჭოში, ეს საკმაოდ უპრეცედენტოა.“, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა

მიხეილ სააკაშვილისვე თქმით, აშშ-ში გამოძიება დაიწყება ტრამპის დაფინანსებაზე.

კომენტარები