გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 903 პაციენტი გარდაიცვალა.
ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს. ბოლო დღე-ღამეში გამოვლენილია ინფიცირების 6 408 ახალი შემთხვევა.
ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, გერმანიაში სულ აღრიცხულია 2 148 000 კოვიდინფიცირებული. მათგან ვირუსს ემსხვერპლა 52 990 პაციენტი.
კომენტარები