აშშ-ის სენატმა ენტონი ბლინკენი სახელმწიფო მდივნის პოსტზე დაამტკიცა. ენტონი ბლინკენის კანდიდატურას მხარი 78-მა სენატორმა დაუჭირა, ხოლო 22 სენატორი წინააღმდეგ წავიდა.
აღსანიშნავია, რომ 20 იანვარს სენატში გამართულ მოსმენებზე ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოსთვის ნატოს კარი ღია უნდა დარჩეს.
„თუ საქართველოსნაირ ქვეყანას ნატოს წევრობის მოთხოვნების დაკმაყოფილება და ჩვენს კოლექტიურ უსაფრთხოებაში წვლილის შეტანა შეუძლია, დიახ, ნატოს კარები ღია უნდა დარჩეს“, – აღნიშნა მან.
გარდა ამისა, ენტონი ბლინკენმა უკრაინისთვის ლეტალური თავდაცვითი იარაღის მიწოდებას მხარი დაუჭირა.
კომენტარები