ვიდეო არქივი

სააკაშვილის მორიგი სპექტაკლი, სტამბულის აეროპორტში (ვიდეო)

2021/02/19 22:53:22
ნანახია 1,527 ჯერ

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს და ვიდეორგოლს აქვეყნებს.

“ახლა ვბრუნდებოდი უკრაინაში სტამბულის გავლით და საინტერესო ისტორია შემემთხვა სტამბულის აეროპორტში.

ესკალატორზე მოძრაობისას თან ამედევნა ერთი აშკარად ქოც აქტივისტი, წინასწარ ცნობილი იყო, რომ დღეს უნდა დავბრუნებულიყავი უკრაინაში ამ რეისით და არამგონია, რომ ამ გაუპარსავი სუბიექტის გამოჩენა
შემთხვევითი ყოფილიყო და გამოიწია ჩემზე გინებით და ვაპირებდი ყურადღება არც მიმექცია, მაგრამ ამასობაში შუაში მას წინ გადაუდგა ერთი ახალგაზრდა გოგო, რომელიც ასევე გვერდზე მოდიოდა და დაინახა
ეს სცენა, ამ დროს მეც ჩავრთე ჩემი ვიდეო კამერა, მინდოდა რომ ეს გოგო თქვენც გენახათ, იმიტომ რომ მართლაც გულს ფსალმუნივით ეფინება ხოლმე ასეთი ადამიანების არსებობა საქართველოში – მათი გულისთვის ყველაფრის გაკეთება შეიძლება.
ამის შემდეგ, გზაში კიდევ შემომხვდა რამოდენიმე ქართველი და მეორე ადამიანიც ჩავწერე მისივე თხოვნით.
რეალურად ჩვენ საქმე გვაქვს ერთი მუჭა ხელისუფლების უზურპატორებთან და მათ მსახურებთან, მეორეს მხრივ, ახალ საქართველოსთან, რომელსაც მე ერთ დროს საკმაოდ არა მოკრძალებულად ვუწოდე “მიშას თაობა”.

კომენტარები