ვიდეო არქივი

სკანდალური აუდიო ჩანაწერი: 20 ივნისის გამო ბურჯანაძე კოსაჩოვს ბოდიშს უხდის (ვიდეო)

2021/02/27 17:31:53
ნანახია 365 ჯერ

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ნინო ბურჯანაძე რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელს, კონსტანტინე კოსაჩოვს ბოდიშს უხდის. ამის ამსახველი აუდიო-ჩანაწერი 2019 წელს, ნინო ბურჯანაძის და მისი ვაჟის, ანზორ ბიწაძის რუსეთში ვიზიტის შემდეგ რუსულ მედიაში გამოქვეყნდა.

ჩანაწერი მას შემდეგ კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური, რაც ბოლო პერიოდში ნინო ბურჯანაძე გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერად წარმოჩინდა. ამას ოპოზიციის ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა და მას სწორედ კოსაჩოვთან შეხვედრა შეახსენეს.

კომენტარები