მთავარი თემა

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა (ვიდეო)

2021/03/01 14:04:58
ნანახია 209 ჯერ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა.

ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი შედგა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
მთავრობის ადმინისტრაციაში პირისპირ შეხვედრისას ვისაუბრეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის მნიშვნელობასა და მომავალი სამიტის ფარგლებში განსახილველ საკითხებზე. ხაზი გავუსვით საქართველოს, როგორც ევროკავშირის ასოცირებული ქვეყნის წარმატებებს.
აღვნიშნეთ, რომ მნიშვნელოვანია, მსოფლიოსა და რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, მხარეებმა მიმართონ ძალისხმევა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კონსტრუქციულ, დიალოგის რეჟიმში წარმართვისთვის.
ყურადღება გავამახვილეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობასა და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე, ასევე – ევროკავშირის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების და ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.
შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ COVID-19 პანდემიის მხრივ საქართველოსა და ევროკავშირში არსებული ვითარება, ვაქცინაზე ყველა ქვეყნისთვის თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მნიშვნელობა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის გადამწყვეტი როლი, რათა ვაქცინაციის პროცესი უახლოეს პერიოდში დავიწყოთ.
მადლობას ვუხდი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს საქართველოში ვიზიტისთვის, რაც ევროკავშირის მხრიდან ძლიერი პარტნიორობის და მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურებაა” – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნებულ განცხადებაში. 

კომენტარები