ვიდეო არქივი

“მე ვალერი გელაშვილს ვუთხარი, რომ საცემი იყავი მეთქი” (ვიდეო)

2021/03/07 23:44:52
ნანახია 1,099 ჯერ

მე ვალერი გელაშვილს ვუთხარი, რომ საცემი იყავი მეთქი, ოღონდ არა სპეცრაზმით”– ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ TV “პირველი”-ს ეთერში სტუმრობისას განაცხადა, როდესაც გაიხსენა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის შემთხვევა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მეუღლის შეურაცხყოფის გამო სასტიკად სცემეს.

“მე რომ კაცი ვყოფილიყავი, სააკაშვილის ადგილზე პირადად ვცემდი გელაშვილს, იმიტომ, რომ შეიძლება ცოლ-ქმარს შუაში ჩაუხტე და არ შეიძლება პრეზიდენტის ცოლს შეუყრაცხყოფა მიაყენო”- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ, რომელიც ამ ისტორიის გახსენებით,  ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის სატელეფონო ჩანაწერებს გამოეხმაურა.

კომენტარები