რეჟისორი რობერტ სტურუა ნინუცა მაყაშვილის მიმართ სავარაუდო ძალადობას სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გამოეხმაურა და ერთ-ერთ კომენტარში თეატრიდან წასვლა დააანონსა.
„ვგრძნობდი, რომ ესენი ბოლშევიკები იყვნენ, ნეოკომუნისტები! და ქალებმა 1937 დაიწყეს რეპრესიები!“, – წერს რობერტ სტურუა.
რეჟისორის პოსტმა საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია და სტატუსზე უამრავი უარყოფითი კომენტარი დაიწერა.
რამდენიმე კომენტარს რობერტ სტურუამ გამოეხმაურა და თეატრიდან წასვლა დააანონსა:
“დამშვიდდი კუდიანო ანუშკა, მე ისედაც მივდივარ და ვაცხადებ, ახმეტელი ბერიამ დახვრიტა, მე კი გადარეულმა ისტერიჩკებმა”, “ისედაც ვაპირებ წასვლას, მოდით და მოიწყვეთ ორგიები”, არ მაინტერესებს, მორჩა მივდივარ, გადავიხვეწები, მშვიდად სიკვდილი მინდა”.
კომენტარები