თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თავს კარგად გრძნობს და ორშაბათიდან საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.
როგორც კალაძემ სოციალურ ქსელ Facebook-ზე პირდაპირი ჩართვისას განაცხადა, მან დამატებითი სამედიცინო გამოკვლევები ჩაიტარა.
„დამატებით კვლევები ჩავიტარე ყველა მიმართულებით და ბედნიერი ვარ რომ, ყველანაირად კარგად ვარ. ორშაბათიდან სრულფასოვნად დავუბრუნდები ჩემს საქმიანობას და ერთად გაავაკეთებთ ყველა იმ მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც დედაქალაქს სჭირდება“, – განაცხადა კალაძემ.
კახა კალაძე რამდენიმედღიანი მკურნალობის შემდეგ კლინიკიდან 4 აპრილს გაეწერა. მას ვესტიბულარული აპარატის ფუნქციის დარღვევა დაუდგინდა. კლინიკის დატოვების შემდეგ კალაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გადასამოწმებლად საზღვარგარეთ იმყოფებოდა.
კომენტარები