შუახევში-სოფელ ბარათაულშიგაჩენილი ხანძრის გამო 14 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. დაიწვა 3 საცხოვრებელი სახლი და საქონლის სადგომი. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარს 20-მდე შინაური პირუტყვი ემსხვერპლა. ხანძრის კერა ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩნდა, ცეცხლი სხვა შენობებზეც მალე გავრცელდა, ადგილზე ქედისა და შუახევის რაიონის რამდენიმე სახანძრო ცისტერნა მუშაობდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანები ამ დროისთვის დროებით საცხოვრებლებში გადაიყვანეს, მიმდინარეობს ზარალის შესწავლა.
კომენტარები