რამდენიმე დღის წინ, ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ დავით კოდუას კორონავირუსიდაუდგინდა. ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
„ბრალდებული დ.კ პენიტენციურდაწესებულებაში შემოსახლდა 2021 წლის 14 აპრილს, სსკ 126-1. (ოჯახში ძალადობა) მუხლის საფუძველზე. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებისას სწრაფი ტესტის საშუალებით ბრალდებულს COVID -19 არ დაუდასტურდა. 15 აპრილს დაწესებულებაში ჩაუტარდა გეგმიური PCR ტესტირება, რითაც დადასტურდა COVID -19. ბრალდებული საკანში იმყოფებოდა მარტო, შესაბამისად, სხვა პატიმრებთან შეხება არ ჰქონია. დ.კ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა მიუხედავად ამისა, იგი დაკვირვების მიზნით ჰოსპიტალიზირებულიასამოქალაქო სექტორის კლინიკაში“ – აღნიშნულია სამსახურის განცხადებაში.