მსახიობ ბესო ზანგურის თქმით, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია.
“კულტურის სფერო არის სენსიტიური, ძალიან რთულია ამ სფეროს მართვა, სხვანაირი ადამიანები ვართ, ცოტა მოწყვეტილები ვართ სამყაროს, ამიტომ გვეძახის ზოგი გიჟს… იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებივით არ უნდა გველაპარაკოს. გაოგნებული დავრჩი, განა მისი განცხადების გამო დავრჩი გაოგნებული, მე მივხვდი, როგორი დასაცინი გავხდებოდი, იმიტომ რომ მე მისი მხარდამჭერი ვიყავი. ალბათ, სხვა გზა არ ჰქონდა და ასე უნდა ეთქვა, არ ვიცი. მე ვფიქრობ, მინისტრს არ უნდა ეთქვა ის, რაც თქვა, დაარღვია ამ განცხადებით უდანაშაულობის პრეზუმცია. მინდა, არ მინდა, მომწონს, არ მომწონს , ქალბატონი თეა, ფაქტი ერთია, მან დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმცია და მომიწოდა თეატრის დატოვებისკენ” – აცხადებს ცოლზე ძალადობაში ბრალდებული მსახიობი “ალიასთან” საუბარში.