“28 ქვეყანა შენი ციხიდან გამოსაშვებად ფულს რომ აგროვებს კი არ ტეხავს, ასწორებს…
ეს იმის ირიბი დასტურია, რომ პოლიტ-პატიმრად გთვლიან.” ამის შესახებ პოლიტიკურ საკითხთა ექსპერტი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწეროს და პარლამენტში შევიდეს.
„ნიკა მელიამ უნდა დატოვოს საპატიმრო ყოველგვარი დამამცირებელი პირობების, გაუგებარი გიროს გარეშე უნდა დატოვოს ისე, როგორც მას სურს. რადგან ის იმყოფება იქ უკანონოდ და უდანაშაულოდ. მაგრამ მას შემდეგ, რაც დატოვებს საპატიმროს ამ პირობებით, მინდა, მოვუწოდო „ნაციონალურ მოძრაობას, ხელი მოვაწეროთ ამ შეთანხმებას, რადგან აქ არის მთავარი მეორე პუნქტი, შემოდგომაზე ადგილობრივი მმართველობის არჩევნებთან ერთად პრაქტიკულად დაინიშნა რეფერენდუმი „ქართული ოცნების“, ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორების თაობაზე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.