„ვულოცავ ქართულ პოლიტიკურ საზოგადოებას კრიზისის დასრულება. მათ მოახერხეს შარლ მიშელის დოკუმენტის მხარდაჭერა და მიმდინარე პოლიტიკური და, შეიძლება ითქვას, დემოკრატიული კრიზისის დასრულება“, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუსკუბილიუსმა ევრონესტის რიგით მეცხრე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან ხაზი გაუსვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ძალისხმევასაც, მხარეები შეთანხმებულიყვნენ.
„მსურს, მივულოცო შარლ მიშელს, რომელმაც ბევრი იმუშავა ამისთვის. ვფიქრობ, ევროპა „შეშფოთების“ მმართველობის სტილიდან შარლ მიშელის მმართველობის სტილზე უნდა გადავიდეს. იმედი მაქვს, შარლ მიშელი ამ ლიდერობის სტილს ევროკავშირის შიგნითაც გამოიყენებს, ეს ასევე ძალიან წაადგება ბელარუსს. მხოლოდ შეშფოთების გამოხატვა საკმარისი არ არის, ევროკავშირმა შესაბამისი ლიდერობა უნდა აჩვენოს კრიზისების დასაძლევად. აუცილებელია გავიაზროთ, რომ ერთად უფრო ძლიერები ვართ“, – განაცხადა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტმა.