ქუთაისში კოვიდინფიცირებული პაციენტი საავადმყოფოს მე-5 სართულიდან გადმოხტა.
მიღებული ტრავმების შედეგად პაციენტი ადგილზე დაიღუპა.
გარდაცვლილი 65 წლამდე კაცია.
პაციენტი ჩხობაძის კლინიკაში COVID-19-ის დიაგნოზით, ხუთი დღის განმავლობაში მკურნალობდა.
საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით, მას ფსიქიკური პრობლემები არ ჰქონია.
რა გახდა გადმოხტომის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
კომენტარები