პარტია “მოქალაქეების” ლიდერისთვის გაუგებარია ნიკა მელიას უარი ევროკავშირის მხრიდან მისთვის გირაოს გადახდაზე.
ალეკო ელისაშვილის თქმით, არსებობს გათავისუფლების სხვა მექანიზმიც, რომელიც ამნისტიით გამოშვებას გულისხმობს, თუმცა ის შედარებით მეტ დროს მოითხოვს:
“გულახდილად რომ გითხრათ, ჩემთვის გაუგებარია ნიკა მელიას უარი ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდაზე. უბრალოდ, არ მესმის. კი, ბატონო, პრინციპულობა გამოავლინა, პირადად არ იხდიდა და არ უნდოდა სხვას გადაეხადა, მაგრამ ევროკავშირი არის მზად, რომ გადაიხადოს გირაო. ამით არავის ღირსება არ შეილახება. ამაზე ხელის აკვრა პირადად ჩემთვის გაუგებარია. მაგრამ ყველა ადამიანს თავისი არჩევანი აქვს. უარს ამბობს?
ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში 72 საათში, ანუ რამდენიმე დღეში იქნებოდა ის თავისუფალი. ხოლო ამნისტიის კანონი თუ დაინიცირდება, დაახლოებით, ერთ თვეში,” – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.