ნაძალადევის რაიონში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება. სავარჯიშო ტრენაჟორები კიდევ 5 მისამართზე დამონტაჟდა:
მუხრანის ქუჩა N15-ში;
გურამიშვილის გამზ. N63-ის მიმდებარედ;
ზღვისუბნის მე-3 მ.რ. მე-4 კვ. N65 კორპუსთან;
ზღვისუბნის მე-3 მ.რ. მე-5 კვ. N23 კორპუსის მიმდებარედ;
ც. დადიანის ქუჩა N261-ის ეზოში.
თითოეულ ფიტნეს ზონაში კაუჩუკის საფარი მოეწყო და 8 სავარჯიშო ტრენაჟორი დამონტაჟდა. აღნიშნულ ლოკაციებზე შესრულებული სამუშაობისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 136 117 ლარი დახარჯა.
მიმდინარე წელს სავარჯიშო ტრენაჟორები სულ 10 მისამართზე მოეწყო, რისთვისაც ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 271 664 ლარი გამოყო.
კომენტარები