ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ მე დამარწმუნა „ქართულმა ოცნებამ“, რომ მმართველი პარტია შეასრულებს დოკუმენტით გათვალისწინებულ პუნქტებს. ეს აუცილებელია და მმართველი პარტია ამ პასუხიმგებლობას იღებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და საჭიროა დღეს. რაც შეეხება ოპოზიციას, მე შემოდგომის შემდეგ ვამბობ, რომ ყველა პოლიტიკოსი, ვისაც ხალხმა მისცა მანდატი, აუცილებელია, შევიდეს პარლამენტში და იმუშაოს საქართველოსთვის, – ამის შესახებ „ქრონიკასთან“ საუბრისას ევროპარლამენტმა მარინა კალიურანდმა განაცხადა.
მან ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
„მანდატით დაკისრებული მოვალეობის შესრულება უმთავრესია და ამით პოლიტიკოსები პატივს სცემენ ამომრჩევლის ნებას და სურვილს. ისინი უნდა ემსახურონ ქართველ ხალხს. საქართველოს სჭირდება პარლამენტი ოპოზიციასთან ერთად. მე ყველას მოვუწოდებ მოაწერონ ხელი დროულად შარლ მიშელის დოკუმენტს და შევიდნენ პარლამენტში. ოპოზიციის წარმომადგენელი პარლამენტარები პარლამენტში მომავალი კვირის სამშაბათს, როდესაც პლენარული სხდომა შედგება, აუცილებლად უნდა იყვენენ წარმოდგენილები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი იგნორირება მოხდება, ისინი აღმოჩნდებიან კუთხეში და მათ არ ექნებათ საშუალება ისაუბრონ და იმუშაონ იმ საკითხებზე, რაც ასე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ისინი უნდა იყვნენ პარლამენტში, მათ უნდა გაითვალისწინონ რაც ხალხს სურს და ამომრჩევლისთვის იმუშაონ“, – განაცხადა კალიურანდმა.