საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მომღერალ ბუბა კიკაბიძეს სარეზერვო ფონდიდან 180 000 ლარი გამოუყო. ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის 2011 წლის 19 ოქტომბრის განკარგულებაშია ნათქვამი.
დოკუმენტის მიხედვით, ეს თანხა რომში, სალონიკსა და მადრიდში ვახტანგ კიკაბიძის კონცერტების ორგანიზებისთვის გამოიყო.
„რომში, სალონიკსა და მადრიდში ვახტანგ კიკაბიძის კონცერტების ორგანიზებისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 28-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს გამოუყოს 180 000 (ას ოთხმოცი ათასი) ლარი“, – ვკითხულობთ ბრძანებაში.
კომენტარები