20 წელი ბაქო-სუფსის დერეფნის მშენებლობის შეთანხმებიდან: თბილისში საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება მოეწყო, რომელსაც საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერმინისტრები დაესწრნენ.
1996 წელს ხელმოწერილი დოკუმენტის შემდეგ, ბაქო-სუფსის ნავთობსადენი ექსპლოატაციაში კომპანია „ბრიტიშ პეტროლიუმმა“ გაუშვა.
ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, მილსადენს წლის განმავლობაში 7 მილიონი ტონა ბარელი ნავთობის გატარება შეუძლია.
როგორც ენერგეტიკის მინისტრი აღნიშნავს, სწორედ ეს მაშტაბური პროექტი გახდა ორ ქვეყანს შორის სტარტეგიული თანამშრომლობის დასაწყისი.
სპეციალურად საიუბილეო თარიღის აღსანიშნად ჩამოსული აზერბაიჯანის მთავრობის მეთაური დღეს პრეზიდენტსაც შეხვდა.
კომენტარები