ვიდეო არქივი

ნინო გიორგობიანი: კადრებში ნათლად ჩანს, როგორ მისდევს და კითხვებს უსვამს “ტვ პირველი” 16 წლის ნიკოლოზს და 11 წლის ანდრიას (ვიდეო)

2021/07/23 20:39:20
ნანახია 524 ჯერ

საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს როგორ ავიწროვებს “ტვ პირველის” ჟურნალისტი ირაკლი ღარიბაშვილის მშობლებს და მცირეწლოვან შვილებს.
“დღეს დილის 7 საათიდან კახეთში, პრემიერ-მინისტრის მშობლების სახლთან, სადაც ირაკლი ღარიბაშვილის არასრულწლოვანი შვილები ისვენებენ, იმყოფებოდა “ტვ პირველის” ჟურნალისტი. კადრებში ნათლად ჩანს, როგორ მისდევს და კითხვებს უსვამს “ტვ პირველი” 16 წლის ნიკოლოზს და 11 წლის ანდრიას. ასევე ჩანს, როგორ უღებს ფარულად კადრებს სახლის ეზოს. სახლში ამ დროს იმყოფებიან პრემიერ-მინისტრის შვილები- 6 წლის გაბრიელი და 5 წლის ნინო და პრემიერის არასრულწლოვანი დისშვილი. მეგობრებო, დამეთანხმებით, ეს არცერთ ჟურნალისტურ სტანდარტში არ ჯდება!”

კომენტარები