საზოგადოება

თეა წულუკიანის კიდევ ერთი “მწარე” პასუხი ემა გოგოხიას (ვიდეო)

2021/07/26 11:55:22
ნანახია 452 ჯერ

ქალბატონო ევა, თუ რა ჰქვია? ემა, დღეს, ხვალ, ვარ სვანეთში და მობრძანდით, თუ გაქვთ ამოსასვლელი პირი”- ასე მიმართა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა “მთავარი არხი”-ს წარმომადგენელ ემა გოგოხიას, რომელსაც რამდენიმე დღის წინ სენაკის ტეატრში ყოფნისას მიკროფონი წაართვა და თქვა, რომ დააბრუნებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნება” არჩევნებში კიდევ ერთხელ დაამარცხებს “ნაც.მოძრაობას, თუმცა წულუკიანი მზად არის, რომ დროზე ადრე დაუბრუნოს მას მიკროფონი, თუ ეწვევა სვანეთში და აქვს მასთან მისასვლელი პირი, სხვა შემთხვევაში, დაელოდოს 3 ოქტომბერს და თავად დაუბრუნებს მათ ქონებას.

კითხვაზე, თუ რატომ წაართვა მას მიკროფონი, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ემა გოგოხიას საქციელი აღარ არის ჟურნალისტობა და ის მოქმედებს, როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, შესაბამისად, ისევე უპასუხებს ისე, როგორც პოლიტიკოსს

კომენტარები