ვიდეო არქივი

“ხელისუფლებას რომ ურტყამთ, რას სთავაზობთ ხალხს სანაცვლოდ? პოლიტიკური უკულტურობა და აზროვნების სიმახინჯეა” (ვიდეო)

2021/07/29 12:51:37
ნანახია 204 ჯერ

ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც ვიდეოს ურთავს.

“ხელს არ აწერენ, მიუხედავად მთელი დასავლეთის მოწოდებებისა, ასეთი სიძულვილის ენით საუბრობენ მინიმუმ 1,2 მილიონ ადამიანზე და მერე ითხოვენ ხელმოუწერელ შეთანხმებაში დარჩენას.

მიკვირს იმათი, ოპოზიცია რომ არ მოსწონთ, მაგრამ კაი ტიპობად რომ მიაჩნიათ ხელისუფლების ლანძღვა და ოპოზიციის ყველა აღვირახსნილობას ახალისებენ.

ხელისუფლებას რომ ურტყამთ, რას სთავაზობთ ხალხს სანაცვლოდ?
პოლიტიკური უკულტურობა და აზროვნების სიმახინჯეა საკუთარი ქვეყნის ან მისი ნებისმიერი მოქალაქის მიმართ სანქციების მოთხოვნა.

ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ამბობს ელჩების საქმე არაა ჩვენ რას გავაკეთებთო.

ანუ როგორი ლოგიკა აქვთ:

1. ხელს თუ არ აწერ დასავლეთის მოთხოვნების მიუხედავად, პროდასავლურობაა, თუ ხელმოუწერელი შეთანხმებიდან გადიხარ, პრორუსულობა;

2. თუ თავად დასავლეთს არ უჯერებენ და ხელს არ აწერენ, პროდასავლურობაა, ხოლო თუ ხელს აწერ, ყველაფერს აარულებ და ოპოზიციის მხრიდან ხელმოწერის 100 დღის მოლოდინის შემდეგ თუ გახვედი შეთანხმებიდან ეს პრორუსულობაა.

თუ ვინმე ამიხსნის ამ ლოგიკას, მადლობელი დავრჩები.”-წერს სალუქვაძე. 

კომენტარები