მთავარი თემა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განვითარების 10-წლიანი გეგმის პრეზენტაცია (ვიდეო)

2021/08/02 14:08:05
ნანახია 137 ჯერ

შინაგან საქმეთა სამინისტროში, მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა უწყების 10-წლიანი სამოქმედო გეგმა წარადგინა. პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. როგორც ღონისძიებაზე ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, სტრუქტურული განვითარების 10-წლიანი სტრატეგიული ხედვა გულისხმობს რეფორმირებული სისტემის კიდევ უფრო განვითარებას, რომლის მთავარი საყრდენი ღირსეული, თანამედროვე, მომავალსა და განვითარებაზე ორიენტირებული პოლიციელია.

კომენტარები