ვიდეო არქივი

კახა კალაძის საარჩევნო შტაბის გახსნა (ვიდეო)

2021/08/05 20:05:42
ნანახია 260 ჯერ

თბილისის მერმა, კახა კალაძემ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის თბილისში საარჩევნო შტაბი გახსნა. საარჩევნო შტაბს გიორგი ამილახვარი უხელმძღვანელებს.

როგორც კახა კალაძე აცხადებს, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შტაბში ნებისმიერ მოქალაქეს მისვლისა და საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება ექნება.

„მას განათლების სფეროში მუშაობის, ახალგაზრდებთან ურთიერთობის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. ის არის კარგი მენეჯერი, აქტიური, პროგრესული ადამიანი, რომელთან ერთადაც საარჩევნო კამპანიას ისე წარვმართავთ, რომ ჩვენი გამარჯვებით არა მხოლოდ ერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, არა მხოლოდ მე, როგორც ერთმა კანდიდატმა, არამედ მთელმა თბილისმა და თბილისელებმა გაიმარჯვონ. წარმატება მინდა ვუსურვო ჩვენს საარჩევნო შტაბს, რომელმაც არა მხოლოდ ჩემი,როგორც კანდიდატის გამარჯვება, არამედ ამ ქალაქში მცხოვრები ძალიან ბევრი ადამიანის იმედები.  მინდა წარმატება ვუსურვო თბილისს, რომელიც თავად ირჩევდა და ირჩევს წესებს, სადაც მოქალაქეობა ნიშნავს გიყვარდეს, გაუფრთხილდე და პატივი სცე, სადაც კარგად იციან გულწრფელობის და ერთგულების ფასი. მჯერა, კიდევ ბევრჯერ იტყვიან, მე ამ ქალაქში ვნახე ყველაფერი, წინ საერთო გამარჯვებისკენ“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები