ვიდეო არქივი

მარშალ გელოვანის სახელობის პარკის რეაბილიტაცია დასრულდა

2021/09/14 20:15:34
ნანახია 203 ჯერ

ვაკის რაიონში მარშალ გელოვანის სახელობის პარკის რეაბილიტაცია დასრულდა. განახლებული სკვერი „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ და „ქართული ოცნების“ ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიორგი ტყემალაძემ დაათვალიერეს.

პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები 6 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჩატარდა, რომლის შედეგად ტერიტორია სრულად მოწესრიგდა. პარკში განახლდა საბავშვო მოედანი და საფეხმავლო ბილიკი, შეიცვალა პანდუსები და განთავსდა საბაღე ფურნიტურა. ამასთან, დამონტაჟდა სასმელი წყლის სოკო, სარწყავი და განათების სისტემა. სამუშაოების ფარგლებში რეაბილიტირდა არსებული შადრევანი და მის მიმდებარედ დამატებით გამწვანებული თარგებიც მოეწყო, შესაბამისად, მწვანე არეალის მოცულობაც გაიზარდა.

მარშალ გელოვანის სახელობის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 800 000 ლარს შეადგენს.

„კიდევ ერთი რეკრეაციული პროექტი დავამთავრეთ, ვაკის რაიონში ვიმყოფებით ახლა, ეს კონკრეტული სივრცე მთლიანად მოუწესრიგებელი იყო და რეაბილიტაციის ფარგლებში მთლიანად განახლდა, გამწვანდა, გალამაზდა, მოეწყო ბავშვებისთვის შესაბამისი ატრაქციონები, ასევე ფანტანი ფაქტობრივად განადგურებული იყო და ხედავთ ახლა რა ლამაზია განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბინდდება, მხატვრული მინათებები ფერებს იცვლის და ძალიან ლამაზია. პროექტი საერთო ჯამში ულამაზესია და მთავარი და მნიშვნელოვანი რაც არის, ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან კმაყოფილია. ახლა მთავარია გავუფრთხილდეთ, ამას სჭირდება მოვლა-პატრონობა, რომლის პასუხისმგებლობას ჩვენ ვიღებთ და ის ვანდალიზმის ფაქტები, რაც არის, ყველამ უნდა ვიზრუნოთ, მაქსიმალურად შევამციროთ“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები