მთავარი თემა

ავსტრიის კანცლერმა ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა (ვიდეო)

2021/09/22 10:18:38
ნანახია 153 ჯერ

ავსტრიის კანცლერი სებასტიან კურცი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვედრისა და ავღანეთის თემაზე მრგვალი მაგიდის პრინციპით გამართული მაღალი დონის დისკუსიებში მონაწილეობისთვის მადლობას უხდის. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ სებასტიან კურცისოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

კურცის თქმით, ავსტრიასა და საქართველოს შესანიშნავი ორმხრივი ურთიერთობები აკავშირებთ.

„დიდი მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ჩვენი კარგი შეხვედრისა და ავღანეთის თემაზე  მრგვალი მაგიდის პრინციპით გამართული მაღალი დონის დისკუსიებში მონაწილეობისთვის.

ავსტრიასა და საქართველოს შესანიშნავი ორმხრივი ურთიერთობები აკავშირებთ. ჩვენ ახალი კორონავირუსის პანდემიის დროსაც მჭიდროდ ვთანამშრომლობთ“, – წერს სებასტიან კურცი.

ირაკლი ღარიბაშვილმა ნიუ იორკში სებასტიან კურცთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის დიალოგში ავღანეთის თემაზე, რომელიც ავსტრიის კანცლერის ორგანიზებით გაიმართა.

კომენტარები