მთავარი თემა

სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთში სამუშაო ვიზიტი ემანუელ მაკრონთან შეხვედრით დაასრულა

2021/09/28 22:18:42
ნანახია 121 ჯერ

სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთში სამუშაო ვიზიტიემანუელ მაკრონთან შეხვედრით დაასრულა.

საქართველოს და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ტრიუმფალურ თარიღთან უცნობი ჯარისკაცის საფლავთან საფრანგეთისთვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას მიაგეს პატივი.

ცერემონიაზე შესრულდა საქართველოს და საფრანგეთის სახელმწიფო ჰიმნები, პრეზიდენტებმა გვირგვინით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საფრანგეთისთვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას, რის შემდეგაც ემანუელ მაკრონმა და სალომე ზურაბიშვილმა ერთმანეთს დელეგაციები წარუდგინეს.

ცერემონიის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა და ემანუელ მაკრონმა შეხვედრა გამართეს.

სალომე ზურაბიშვილი პარიზში სამი დღის განმავლობაში იმყოფებოდა. საქართველოს პრეზიდენტმა მონაწილეობა საფრანგეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღიარების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღო.

კომენტარები