მოსახლეობას მივმართავ, მუხლმოდრეკით გთხოვთ, აიცერით, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა ლადო კახაძემ ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე.
„მოსახლეობას მივმართავ, მუხლმოდრეკით გთხოვთ, აიცერით. მარტო აცრა კი არ არის მთავარი, ის ვალდებულებები შევასრულოთ, რომელიც ჩვენ ადმინისტრირებაში მექანიკურად დაგვეხმარება ამ ვირუსის არიდებაში – ეს არის ნიღაბი და ვატაროთ ის წესიერად. ნუ მოვერიდებით, ერთმანეთს მივუთითოთ, რომ ნიღაბი ვატაროთ. ნუ ვილაპარაკებთ ერთმანეთთან ძალიან ახლოს, პირისპირ. განზე ელაპარაკეთ! და ძალიან ბევრიც ნუ შევიკრიბებით“, – აღნიშნა კახაძემ.
კომენტარები