ვიდეო არქივი

მელია და ბოკერია სცემეს – კადრები შემთხვევის ადგილიდან

2016/05/22 23:39:14
ნანახია 7,273 ჯერ

”ნაციონალური მოძრაობისა” და ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შორის კორცხელის #53-ე უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ჩხუბში სპორტსმენებიც იყვნენ ჩართული და გამოყენებული იყო ხელკეტები.
სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე მოგვიანებით მივიდნენ. დაშავებულია ”ნაციონალური მოძრაობის” რამდენიმე წევრი, მათ შორის ნიკა მელია, გიგა ბოკერია და თენგიზ გუნავა, ასევე, ”ქართული ოცნების” მხარდამჭერები და აქტივისტები. ”ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ ხელისუფლება ამ გზით უსწორდება ოპოზიციას, რადგან არჩევნებს აგებს.

კომენტარები