ირანში, სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე სარაკეტო იერიშები განხორციელდა. შედეგად, გავრცელებული ცნობით, განადგურდა ისპაანში მდებარე დრონებისა და საბრძოლო მასალების მწარმოებელი სამხედრო ქარხანა. ძლიერი ხანძარი გაჩნდა ქალაქ შაჰიდ-სალიმში მდებარე ძრავის ზეთების მწარმოებელ ქარხანაში.
აფეთქება იყო ქალაქ დიზფულის ავიაბაზაზეც, ასევე აფეთქებისა და ხანძრის შესახებ ვრცელდება ცნობები ქალაქებიდან – ჰამადანიდან და რეშტიდან.
აფეთქებების ხმა ისმოდა დედაქალაქ თეირანშიც. თვითმხილველთა განცხადებით, თავდასხმები განხორციელდა სამთავრობო შენობებზე, რის შედეგადაც ჰაერში ირანული თვითმფრინავები აფრინდნენ.
ამ დროისთვის მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
კომენტარები