Uncategorized

შსს-მ 11 შეკვრა ჰეროინი ამოიღო

2016/05/23 10:05:16
ნანახია 1,699 ჯერ

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის პირველი ასეულის თანამშრომლებმა, 1964 წელს დაბადებული გია გ. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 11 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ამოიღეს.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

კომენტარები