მთავარი თემა

ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში

2016/05/25 15:08:49
ნანახია 1,469 ჯერ

რამდენიმე წუთის წინ ხმაური და დაპირისპირება იყო  საკანონმდებლო ორგანოში სესიაზე. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა რაც დეპუტატმა ზაზა პაპაუაშვილმა 2011 წლის 26 მაისის მოვლენები გაიხსენა და დაღუპულთათვის წუთიერი დუმილით პატივის მიგება ითხოვა.

 “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ფეხზე არ წამოდგნენ, რის შემდეგაც უმრავლესობასა და უმცირესობას  შორის  დაპირისპირება მოხდა. 

მმართველი გუნდი “ნაციონალურ მოძრაობას” 26 მაისისა და 7 ნოემბრის მოვლენებში ადანაშაულებს და პასუხისმგებლობას აკისრებს. 

სიტუაციის განმუხტვა მანდატურებმა შეძლეს და ამ დროისთვის სხდომა განცხადებების რეჟიმში გრძელდება. 

კომენტარები