საზოგადოება

“ირმა ინაშვილი სკანდალურ დოკუმენტებს ასაჯარაოებს – რა იგეგმებოდა საქართველოს საპატრიარქოს წინააღმდეგ“ (ვიდეო)

2017/02/20 01:34:36
ნანახია 27,859 ჯერ

“მინდა დააკვირდეთ რა მზაკვრულად საუბრობს ბატონი დავით სტუკაჩოვი თუ ბერძენიშვილი იმაზე, რომ: თითქოს და “საბჭოთა პერიოდში პატრიარქს ქონდა რაღაც საქმიანი ურთიერთობები საბჭოთა ნომენკლატურასთან და იქ სპეცსამსახურებიც ახსენა, რომ გაეხსნა სასულიერო სემინარია და აეღორძინებინა სასულიერო სემინარია საქართველოში” — აი რა მზაკვრული საუბარია და აი ეს მზაკვრები იყვნენ სინამდვილეში ბერძენიშვილები, მათი “რესპუბლიკური პარტია”, “ნაციონალური მოძრაობა”, ბოკერიები, “თავისუფლების ინსტიტუტი”, რომლებიც მიზანმიმართულად ებრძოდნენ ქართულ ეკლესიას, მართლმადიდებლობას და მთელი გეგმა ქონდათ შემუშავებული. ამაზე მე უფრო მოგვიანებით ვისაუბრებ. ეს ის ხალხი იყო, რომელსაც ქონდათ დასახული პატრიარქის, ეკლესიის დისკრედიტაცია და დღეს ჩვენ ამ ბოროტ ყვავილებს ვიმკით, რაც დაითესა თავის დროზე ამ ადამიანების მხრიდან. … ნებისმიერ პრობლემას ეკლესიის წიაღშივე მოევლება. ჩვენ გვყავს ისეთი ბრძენი პატრიარქი. მე არ შევხვედრივარ უფრო გონიერ, უფრო წესიერ, უფრო ბრძენ ადამიანს ვიდრე საქართველოს კათალიკოს-პატრიარქია. ამიტომ ვენდობი, რომ სრულიად აკონტროლებს სიტუაციას. სინოდშიც არის ბევრი ისეთი მეუფე რომელზეც დგას საქართველო… ხვალ ბრიფინგი გვაქვს და ვისაუბრებთ და გავასაჯაროვებთ ერთ დოკუმენტს, საიდანაც მხოლოდ ერთ პუნქტს წაგიკითხავთ და აი ამ მზაკვრულ გეგმას, ამის განხორციელებას ცდილობდა “თავისუფლების ინსტიტუტი”, ბერძენიშვილები, გიგა ბოკერია, რომელიც დღეს პარლამენტშია წარმოდგენილი და ვითომ გაიყვნენ ორ ფრთად ნაცები და დღესაც ერთი იდეოლოგიური გუნდია, სააკაშვილები, უგულავები და ძმანი მათნი… მხოლოდ ერთ პუნქტს გიკითხავთ რა იგეგმებოდა ეკლესიის წინააღმდეგ: –” საპარტიარქოს თავი: აისახოს დოკუმენტურ ფილმებში რა ვითარებაა სინოდში, უნდა ითქვას დოკუმენტურ ფილმებში რომ: სინოდი გახლეჩილია რამოდენიმე ნაწილად, რომ პატრიარქი მოხუცდა და ვეღარ მართავს სიტუაციას, დოკუმენტურ ფილმებში სინოდი უნდა წარმოჩინდეს როგორც უუნარო ორგანო, როგორც კორუმპირებული მეუფეების ჯგუფი” –მე პირდაპირ გიკითხავთ მესიჯს, რომელიც მოიტანა ამ ხალხმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე სადაც მე ვმუშაობდი: –“და წარმოჩინდეს სინოდი, როგორც მეუფეები – ფანატიკოსები, მეუფეები – მექრთამეები, მეუფეები – რეფორმატორები…”– აი ცრუ მეუფე პეტრესნაირები, რომლებიც სწორედ რომ ნაცმოძრაობის სატელიტები არიან!” – ირმა ინაშვილი “იმედის” ეთერში.

კომენტარები