ვიდეო არქივი

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

2016/05/26 19:15:23
ნანახია 2,321 ჯერ

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ოცდამეხუთედ აღნიშნავს. დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებს ახალი წევრები შეემატნენ. 432-მა კურსდამთავრებულმა საზეიმო ფიცი წელს, პირველად, თბილისის გარდა საქართველოს ხუთ რეგიონში, კახეთში, სამეგრელოში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთსა და აჭარაში დადო. საქართველოს უმაღლეს მთავარსარდალს პატაკი გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ჩააბარა.

კომენტარები