“ნაციონალური მოძრაობის” განცხადებაშია ნათქვამი, რომ ირაკლი ჩხირკვიას ქმედებები პარტიასთან შეთანხმებული არ ყოფილა.
“ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, პარტიასთან შეუთანხმებლად ირაკლი ჩხვირკიას მიერ გაკეთდა არაერთი განცხადება და ქმედება, რომელიც არ გამოხატავდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოზიციას. მეტიც, მისი ქმედებები ენმ-ის პოზიციის საწინააღმდეგო იყო.
ამ დროისთვის ირაკლი ჩხირკვია პარტიიდან გარიცხულია”, – ნათქვამია პარტიის პრესსამსახურის განცხადებაში.
კომენტარები