ვიდეო არქივი

ძვირადღირებული ავტომობილები და ბილეთები სოფო ნიჟარაძისთვის – სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებას უპირისპირდება

2016/05/28 11:50:51
ნანახია 7,239 ჯერ

უკრაინაში გადასული მიხეილ სააკაშვილი  ქვეყნის ხელისუფლებას დღეს კიდევ ერთხელ უპირისპირდება. ამჯერად ექსპრეზიდენტის გაღიზიანების მიზეზი ოდესის გუბერნიაში ჩატარებული ჩხრეკაა.

უკრაინელი სამართალდამცველები საქართველოს ყოფილ კონსულს თანხების გაფლანგვას და უკანონო ფინანსურ ოპერაციებს ედავებიან.

საქმე ეხება საქველმოქმედო ფონდს სახელწოდებით ,,ოდესის საკეთილდღეოდ”, რომლის ფინანსური საქმიანობა ეჭვქვეშ ჯერ კიდევ თვეების წინ დეპუტატებმა დააყენეს.

მაშინ რადას წევრები ფონდთან სააკაშვილის კავშირებზე და კორუფციულ სქემებზე მიუთითებდნენ. გავრცელებული ცნობით, ყოფილი კონსული თემურ ნიშნიანიძე ახლა ოდესის გუბერნატორის ადინისტრაციაშია დასაქმებული.

კომენტარები