მსოფლიო ამბები

ჯონი დეპს მეუღლესთან მიახლოება აეკრძალა

2016/05/28 14:14:11
ნანახია 1,662 ჯერ

ჯონი დეპს სასამართლომ ყოფილ მეუღლესთან მიახლოვება აუკრძალა. შემაკავებელი ორდერი სასამართლომ ემბერ ჰერდის საჩივარის საფუძველზე გასცა.

მედიის ინფრომაციით, ინცინდენტი 21 მაისს მოხდა, როდესაც კამათის დროს ჯონი დეპმა მეუღლეს ტელეფონი ჩაარტყა და პოლიციის მისვლამდე სახლიდან წავიდა.

ყოფილმა მეუღლემ მსახიობი ძალადობაში დაადანაშაულა და სასამართლოს ფოტომასალა წარუდგინა, სადაც მას სახეზე ძალადობის კვალი აღენიშნება.

 

კომენტარები