მასმედია

რობი უილიამსის “ტვიტერის” გვერდზე მისი ქართველი თაყვანისმცემლის სურათი გამოქვეყნდა

2016/05/28 21:46:32
ნანახია 2,166 ჯერ

დღის ფოტო “ტვიტერზე”. ცნობილი ბრიტანელი შემსრულებლის რობი უილიამსის “ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე დღეს მისი ქართველი თაყვანისმცემლის სურათი გამოქვეყნდა, სადაც მუსიკოსი მას გამოჯანმრთელებას უსურვებს. ფოტომ სოციალურ ქსელებში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.

ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა ბათუმში სურათზე აღბეჭდილ პიროვნებას მიაგნო. ზურა ცნობილაძე ამბობს, რომ გავრცელებული ფოტოს შესახებ რამდენიმე საათის წინ გაიგო.

როგორც ახალგაზრდა ჰყვება, ის ჯანმრთელობის გაუარესების გამო “დინამო არენაზე” გუშინ გამართულ კონცერტს ვერ დაესწრო და “ინსტაგრამზე” სწორედ ის ცნობილი ფოტო ატვირთა და დააწერა, რომ ბოდიშს უხდიდა რობი უილიამს, რომ ვერ მოახერხა კონცერტზე მისვლა.

კომენტარები