სამართალი

ვინ ცეკვავდა და ისროდა აბაშიძეზე – შსს განცხადებას ავრცელებს (ვიდეო)

2016/06/01 00:10:58
ნანახია 2,250 ჯერ

შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით – „ინციდენტი თბილისში – სროლა და ცეკვა აბაშიძის ქუჩაზე“ განცხადებას ავრცელებს.

„გვსურს, გავაკეთოთ განმარტება სხვადასხვა მედიასაშუალებით დღეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც 2016 წლის მარტში, თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს ეხება. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საინფორმაციო სააგენტოებში გაჟღერებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე პირი თითქოს შს მინისტრის მოადგილის პირადი მძღოლი იყო, სიმართლეს არ შეესაბამება. მომხდარ ინციდენტში მონაწილეობდა შსს-ს სამეურნეო სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით მომუშავე მძღოლი თ.ჯ., რომელიც შსს-ს გენერალური ინსპექციის მიერ დაუყოვნებლივ იქნა დათხოვნილი სამსახურიდან. აბაშიძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველმა განყოფილებამ დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ს 239-ე მუხლით (ხულიგნობა). იარაღს, რომლიდანაც ინციდენტის დროს ჰაერში გასროლა განხორციელდა, ჩაუტარდა ბალისტიკური ექსპერტიზა. ეს იყო აირის პისტოლეტი, რომელიც თ.ჯ.-ს შენახვა-ტარების უფლებით ჰქონდა გაფორმებული“, – აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები