ლაშა თორდიას ჰკითხეთ, ვინ მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა, – ასე უპასუხა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას.
მან აღნიშნა, რომ 13 მაისს წამიერ ინციდენტს ჰქონდა ადგილი.
დამატებითი შეკითხვებისთვის ფარცხალაძეს პასუხი არ გაუცია და ჟურნალისტები ადვოკატებთან გადაამისამართა.
ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განაცხადა, რომ პირველივე გამოძახებაზე ფარცხალაძე გამოცხადდა დაკითხვაზე. ადვოკატის თქმით, მას დასამალი არაფერი აქვს და დეტალურად მოუყვება გამოძიებას, რა ხდებოდა 13 მასს კლუბ „ელ ცენტროში“.
ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ძველი თბილისის პირველ განყოფილებაში ადვოკატებთან ერთად მივიდა.
კომენტარები