სამართალი

დათა ახალაიას სამუდამო პატიმრობა ემუქრება (ვიდეო)

2016/06/03 18:23:28
ნანახია 13,744 ჯერ

გია დგებუაძე, იგივე “მასტერა”  მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. პატიმარს ექსტრადირებიდან 2-თვიანი ვადა  ეწურებოდა და მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ აღკვეთის ღონისძიების მიზანშეწონილობის საკითხი  განიხილა.

დღევანდელ სხდომაზე, რომელიც ნავთლუღის სპეცოპერაციის ეპიზოდს ეხებოდა, მხოლოდ დგებუაძის აღკვეთის საკითხის განხილვა მოხერხდა.

“ახალაიასთვის წარდგენილი მუხლი სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს და ბრალდებული სავალდებულო დაცვას ექვემდებარება. ამიტომ სხდომა მის გარეშე ვერ გაგრძელდება”, – აღნიშნა ლაშა ჩხიკვაძემ.

ჩხიკვაძე დგებუაძის საქმეზე ახალი მოსამართლეა. ბრალდებულმა საქმის მოსამართლე ლილი მსხილაძე წინა სასამართლო სხდომაზე აიცილა.

ახალაიას და დგებუაძეს ნავთლუღის სპეცოპერაციისას სამი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობა ედებათ ბრალად.

კომენტარები