სამართალი

სუს-ის და შსს-ს დანაყოფებმა პირველი ერთობლივი წვრთნა ჩაატარეს (ვიდეო)

2017/06/16 10:00:23
ნანახია 301 ჯერ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებების სტრუქტურულმა დანაყოფებმა ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულის და ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ერთობლივი წვრთნა გამართეს.

ღონისძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, საქართველოში აკრედიტებული საელჩოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

წვრთნის მიზანია საზოგადოებრივი უსაფრთხოების კონტროლის გააუმჯობესება და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა, ასევე სუს-ის და შსს-ს შესაბამის დანაყოფებს შორის კოორდინაციის, შტაბების მუშაობისა და მართვის ეფექტიანობის ამაღლება.
წვრთნაში მონაწილეობდნენ: სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის განაღმვისა და კონტრტერორისტული ოპერაციების სამმართველოები, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო.

ღონისძიების დასასრულს, სტუმრებისთვის სპეცტექნიკის, იარაღისა და სხვადასხვა სახის აღჭურვილობის გამოფენა მოეწყო.

კომენტარები