ვიდეო არქივი

“ეს საოცრება იყო”- Maroon 5 “მრავალჟამიერმა” დაატყვევა (ვიდეო)

2016/06/07 15:45:28
ნანახია 2,538 ჯერ

ამერიკული პოპ-როკ ბენდი Maroon 5 უკვე ბათუმშია. ჯგუფის კონცერტი დღეს 7 ივნისს, საოცრებათა მოედანზე გაიმართება.

საქართველოში ვიზიტის პირველი საღამო ამერიკელმა მუსიკოსებმა ქართულ რესტორანში, ტრადიციულ ქართულ სუფრაზე გაატარეს. ჯგუფის “ფეისბუქის” გვერდზე, რომელსაც 40 მილიონამდე “ლაიქერი” ჰყავს, რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ვიდეო, რომელზეც “ერისიონის” შესრულებული “მრავალჟამიერია” ასახული.

“This was awesome” – აღფრთოვანების აღმნიშვნელ ფრაზას ვკითხულობთ ვიდეოს წარწერაში. “ერისიონის” მიერ შესრულებულ სიმღერას უკვე 115 ათასამდე ნახვა აქვს დაგროვილი.

კომენტარები